კიმ მინ-ჯე იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
ბაიერნის მცველი კიმ მინ-ჯე იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, კორეელი ფეხბურთელი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ლუჩიანო სპალეტის არჩევანია და გლეისონ ბრემერის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი მის გაფორმებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ბაიერნი კიმის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
