ტაკინარდი:“ კარნევალი შესანიშნავი არჩევანია“
ალესიო ტაკინარდიმ იუვენტუსში ჯოვანი კარნევალის მისვლა შეაფასა.
„ეს ძალიან სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა. კარნევალიმ თავისი პროფესიონალიზმი სასუოლოში უკვე დაამტკიცა, ის სერიოზული ადამიანია, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს.
„ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც იუვენტუსის დონეს აკმაყოფილებენ, რომლებსაც ამ მაისურის ტარება და წნეხთან გამკლავება შეუძლიათ და რომლებიც რთულ მომენტებში არ გატყდებიან.
„იუვენტუსი გამარჯვებას უნდა დაუბრუნდეს, გუნდმა თავისი იდენტობა დაკარგა და იმედი მაქვს, კარნევალის დახმარებით ჩვენ ჩვეულ იუვენტუსს უმოკლეს დროში ვიხილავთ.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
