TuttoJuve

Juve per sempre sarà

კესი იუვენტუსის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ფრანკ კესის სერია ა-ში დაბრუნება და იუვენტუსში თამაში სურს, თუმცა ტურინულ გრანდში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, მის აგენტთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.

SportMediaset-ის ცნობით, კოტ-დიუვარელის ტრანსფერი დამიენ კომოლის იდეა იყო და ის ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს თავად აწარმოებდა, მისი იუვენტუსიდან წასვლის ფონზე კი მხარეებს შორის საუბარი დროებით შეჩერდა.

წყაროს ინფორმაციით, თუ სპალეტის კესის გაფორმება სურს, იუვენტუსი მის ტრანსფერზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა ამ მომენტისთვის იტალიელი სპეციალისტის პოზიცია უცნობია.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).