TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არსენალის ინტერესი კიეზას მიმართ სერიოზულია

ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, არსენალი იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიეზას ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გაფორმებას ტოტენჰემიც ცდილობდა, თუმცა კიეზას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ სპურსი უარით გაისტუმრა.

არსენალი კიეზას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს და ლონდოენლებს არც მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20-25 მილიონის გადახდა გაუჭირდებათ, ამიტომ იტალიელის მეთოფეების რიგებში გადასვლის შანსი საკმაოდ დიდია.