TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა შესაძლოა კიეზას დაბრუნება განიხილოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ფედერიკო კიეზა იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდეს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯოვანი კარნევალის ტურინული გრანდის რიგებში მაქსიმალურად ბევრი იტალიელის ხილვა სურს და პოტენციურ სამიზნეთა შორის ერთ-ერთი სწორედ კიეზაა.

ლუჩიანო სპალეტი იტალიელის გაფორმებას იანვარშიც ითხოვდა და მისი გუნდში ხილვის წინააღმდეგი არ იქნება. კიეზამ იუვენტუსში დაბრუნების სურვილი ღიად დააფიქსირა, ამიტომ მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვა გუნდს არ გაუჭირდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).