ფიორენტინას ტალანტი იუვენტუსის სიაში
იუვენტუსი ფიორენტინას იტალიელი ფეხბურთელის ჩერ ნდურის ტრანსფერით ინტერესდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ტურინულ გრანდში ხეფრენ ტურამის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მიაჩნიათ.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა სეზონი 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაასრულა. მისი ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა მის ტრანსფერში ჟოაუ მარიო ჩართოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
