იუვე ლივერპულის იტალიელი მცველით ინტერესდება
იუვენტუსი ლივერპულის მცველის ჯოვანი ლეონის ტრანსფერით ინტერესდება.
19 წლის ცენტრალური მცველი ინგლისურ გუნდს პარმადან გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა მალევე ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და სეზონი ფაქტობრივად გაუცდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ლეონის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
