TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლულიანო:“ რაბიო ? იუვენტუსი ფეხბურთელების დედის ტყვეობაში არ უნდა იყოს, კიეზა ?…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა მარკ ლულიანომ TuttoJuve.it-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ახალი იუვენტუსი ? მე ძალაინ მომწონს, როგორ მოქმედებს იუვენტუსის ახალი ხელმძღვანელობა. მომეწონა გუნდის პოზიცია ადრიენ რაბიოს სიტუაციასთან დაკავშირებით, გუნდს აქვს შესანიშნავი სატრანსფერო ფანჯარა, ჯუნტოლიმ გაიფორმა დიდებული, უნიჭიერესი მწვრთნელი. ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები.

„არის თუ არა ჯუნტოლი მოჯის დონის მენეჯერი ? ლუჩიანო გასული წლების ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური მენეჯერი გახლდათ, კრისტიანო კი დიდ სცენაზე ახლა გამოჩნდა და ჯერ მათი შედარება რთულია.

„რაბიოს სიტუაცია ? ზოგჯერ ფეხბურთელებსა და მის აგენტებს სჭირდებათ შეხსენება, რომ იუვენტუსი ნებისმიერ ფეხბურთელზე წინ არის და სწორედ ეს უნდა იყოს მესიჯი, რომელსაც გუნდი ავრცელებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდი ფეხბურთელის დედის ტყვეობაში ვერ იქნება. იუვენტუსი წლების განმავლობაში რაბიოს კუთვნილ ხელფასს უხდიდა, ის ფრანგი კი მოედანზე მოლოდინებს ვერ ამართლებდა.

„კიეზას სიტუაცია ? როგორც უკვე ვთქვი, იუვენტუსის დონის გუნდი ყოველთვის ნებისმიერ ფეხბურთელზე წინ დგას. იუვენტუსი თითოეულ ფეხბურთელს მუშაობისთვის იდეალურ გარემოს უქმნის და თუ შენ მოედანზე მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებ, დროა სხვაგან წახვიდე. კიეზა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როდესაც ინდივიდუალური მოთხოვნები და ამბიციები გუნდზე წინ დგას, ეს დიდი პრობლემაა. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ასე არ იქცეოდნენ ისეთი დიდი ჩემპიონები, როგორებიც ზიდანი და დელ პიერო არიან.

„სკუდეტო ? ინტერი მოქმედი ჩემპიონია, ამიტომ სეზონს ფავორიტის ამპლუაში იწყებს. მათ უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებული გუნდი ჰყავთ. არ შეიძლება ნაპოლის დავიწყებაც, ანტონიო კონტეს მისვლა და აქტიური სატრანსფერო ფანჯარა ნაპოლის ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს.

„იუვე ? იმედი მაქვს, რომ იუვენტუსი გაიმარჯვებს. გუნდს კარგი პროექტი აქვს, თუმცა ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

„დამოკიდებულება ანტონიო კონტეს მიმართ ? კონტე უდიდესი პროფესიონალი და იუვენტუნოა, რომელმაც ამ მაისურისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ის პროფესიონალი მწვრთნელია და იუვენტუსში თამაშის გამო გუნდების გაწვრთნაზე უარს ვერ იტყვის. ის დიდ პატივისცემას იმსახურებს.

„კოპმეიენრსი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ იუვენტუსმა უნდა აჩვენოს ძალა და ატალანტას ზედმეტი ფული არ უნდა გადაუხადოს. გასპერინი ნებისმიერი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს იღებს, რის შემდეგაც ატალანტა მათ წარმოუდგენელი ფულსი სანაცვლოდ ყიდის, თუმცა უმაღლეს დონეზე თავის დამკვიდრება სულ 2-3 ფეხბურთელმა შეძლო. ჩემი არჩევანი რომ იყოს, მე ატალანტადან ედერსონს გავიფორმებდი.“