ვლაჰოვიჩთან მიმართებაში იუვენტუსის პოზიცია უცვლელი რჩება
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსიდან დამიენ კომოლის წასვლის მიუხედავად, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ დამოკიდებულებას არ იცვლის.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი სერბთან მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ იუვენტუსი მის მიერ მოთხოვნილი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს და ტურინში დასარჩენად დუშანს იუვენტუსის წინადადებაზე დათანხმება მოუწევს.
სერბის აგენტი ახალი გუნდის პოვნას უკვე რამდენიმე კვირაა შეუდგა, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი ხელფასისა და ბონუსების გადახდას არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
