მარტინესის ალტერნატივა იან ობლაკია
ჯოვანი კარნევალი იუვნეტუსში გადმობარგებისთანავე გუნდის სატრანსფერო საქმიანობაში ჩაერთვება და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახალი კარის დარაჯის გაფორმება იქნება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინული გრანდის პრიორიტეტად ასტონ ვილას კარის დარაჯი დიბუ მარტინესი რჩება, მაგრამ ამ მომენტისთვის ინგლისელებთან ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
წყაროს ცნობით, თუ გუნდებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, იუვენტუსი ატლეტიკოს 33 წლის ფეხბურთელის იან ობლაკის გაფორმებას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
