TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა შესაძლოა არტურთან კონტრაქტი გაწყვიტოს

იუვენტუსმა შესაძლოა არტურ მელოსთან მიმდინარე კონტრაქტი გაწყვიტოს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს გრემიო, ბეშიქთაში და ბეტისი იჩენენ, თუმცა მისი მაღალი ხელფასი – 4.5 მილიონი ევრო არტურის ტრანსფერს ძალიან ართულებს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, თუ არტური იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დათანხმდება, ეს ტურინულ გრანდს დაახლოებით 6.5-7 მილიონ ევროს დააზოგინებს, ხოლო არტურს არჩევანის თავისუფლებას მისცემს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).