TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტის ლუკუმის გაფორმება სურს

სპალეტის დაცვის ხაზის გაძლიერება ბოლონიას მცველის ჯონ ლუკუმის გაფორმებით სურს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 27 წლის კოლუმბიელი მცველი გლეისონ ბრემერის შემცვლელად არ მოიაზება და მისი იუვენტუსში ტრანსფერი ბრაზილიელის წასვლასთან დაკავშირებული არ არის.

ლუკუმის გამოსასყიდი თანხა 28 მილიონია, თუმცა მისი კონტრაქტი ბოლონიასთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და სავარაუდოდ იუვენტუსს ამ თანხის შემცირება შეეძლება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).