ელკანი გუნდის პრეზიდენტის ცვლილებასაც განიხილავს
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი დამიენ კომოლის გუნდიდან წასვლას ოფიციალურად ხვალ, დირექტორთა ბორდის საგანგებო სხდომის შემდეგ დაადასტურებს.
სავარაუდოდ ხვალ დადასტურდება გუნდში სასუოლოს დირექტორის ჯოვანი კარნევალეს მისვლაც.
აგრესტის თქმით, ელკანი იუვენტუსის პრეზიდენტის ჯანლუკა ფერეროს გაშვებასაც განიხილავს, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
