TuttoJuve

Juve per sempre sarà

რეალი სილვას იფორმებს, რაც ბრაჰიმ დიასის გუნდიდან წასვლას რეალურს ხდის…

მადრიდის რეალი ბერნარდო სილვას გაფორმებასთან ახლოს არის.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელის ხილვა მადრიდული გრანდის რიგებში ჟოზე მოურინიოს სურს და რეალი ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის.

რეალში სილვას მისვლა ბრაჰიმ დიასს ისედაც მცირე სათამაშო დროს კიდევ უფრო შეუზღუდავს, ამიტომ მისი ბლანკოსის რიგებიდან წასვლის შანსი იზრდება.

დიასი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).