კარნევალი სასუოლოს ახალ მწვრთნელთან კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც გუნდს დატოვებს და იუვენტუსს შეუერთდება
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სასუოლოს დირექტორის ჯოვანი კარნევალის იუვენტუსში გადასვლა უკვე გადაწყვეტილია.
წყაროს ცნობით, კარნევალი ხვალ გუნდში ახალ მწვრთნელს ალბერტო აკუილანის ოფიციალურად დანიშნავს, რის შემდეგაც ნეროვერდის რიგებს დატოვებს.
მისი იუვენტუსში მისვლა კვირის ბოლომდე დადასტურდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
