კარნევალის იუვენტუსში ხანგრძლივი კონტრაქტი ელოდება
დამიენ კომოლიმ იუვენტუსის რიგები დატოვა, ტურინული გრანდი ფრანგის წასვლას ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს.
იუვენტუსის გენერალური დირექტორის პოზიციას სასუოლოს ჯოვანი კარნევალი ჩაიბარებს. ის იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო დირექტორად მოიაზრება, კარნევალი სასუოლოში უკვე 11 წელია მუშაობს, მისი ხელმძღვანელობით ნეროვერდიმ არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა და როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით ერთ-ერთი სამაგალითო გუნდი იყო.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ჯონ ელკანი მიიჩნევს, რომ კარნევალი არის ადამიანი, რომელიც იუვენტუსს ჩვეულ დონეზე უმოკლეს დროში დააბრუნებს და პროექტს ახალ საფეხურზე აიყვანს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
