იუვენტუსის რიგებს მოდესტოც დატოვებს
დამიენ კომოლისთან ერთად, იუვენტუსის რიგებს გუნდის ტექნიკური დირექტორი ფრანსუა მოდესტოც დატოვებს.
მისი გაშვება აქამდეც აქტიურად განიხილებოდა და კომოლის წასვლის შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის ტურინულ გრანდში დარჩენა გადაწყვეტილია.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუვენტუსი მარკო ოტოლინის თაობაზე, ხოლო ჯორჯო კიელინის გუნდში დარჩენა გარანტირებულია, მას მომდევნო სეზონიდან უფრო მეტი გავლენა ექნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
