პსჟ კოლო მუანის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის
პსჟ რანდალ კოლო მუანის იჯარით გაშვებაზე უარს არ იტყვის.
ნიკოლო სკირას ცნობით, პარიზული გუნდი მზად არის, ფრანგი ფორვარდის იუვენტუსში 1-წლიან იჯარას დათანხმდეს, თუ მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
იუვენტუსი პირველ რიგში ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერის დახურვას ცდილობს, რის შემდეგაც გუნდი კოლო მუანიზე გადაერთვება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
