კოლო იუვენტუსის მოლოდინშია…
რანდალ კოლო მუანი ტოტენჰემიდან პსჟ-ს რიგებს დაუბრუნდა და ფრანგი ფეხბურთელი იუვენტუსის მოლოდინშია.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი პირველ რიგში ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერის დახურვას ცდილობს, რადგან ნორვეგიელის თაობაზე კონკურენცია უფრო დიდია, რის შემდეგაც მოლაპარაკებები პსჟ-სთან განახლდება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსსა და კოლოს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
