TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ასტონ ვილასთან შეთანხმებამდე 5 მილიონი აშორებს

იუვენტუსი დიბუ მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

ტურინულმა გრანდმა არგენტინელ კიპერთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება.

მოლაპარაკებები გრძელდება ასტონ ვილასთანაც. ინგლისელები მარტინესის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ, იუვენტუსს კი მისი 10 მილიონად გაფორმების იმედი აქვს.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სხვაობა მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).