კესიმ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
იტალიური მედიის ცნობით, ფრანკ კესისა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
Tuttomercato-ს ცნობით, კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს სერია ა-ში დაბრუნება სურს და იუვენტუსში თამაშზე თანხმობა უკვე განაცხადა.
იუვენტუსს კესის გაფორმება უფასოდ შეუძლია, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასია. ფრანკი არაბეთში წლიურად 12 მილიონს გამოიმუშვებს, იუვენტუსი კი მისთვის 5-5.5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
