არსენალი ილდისის სანაცვლოდ 100 მილიონს იხდიდა…
Tuttosport-ის ინფორმაციით, არსენალი მზად იყო, კენან ილდისის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ინგლისური გუნდის წინადადება უარით გაისტუმრა და მის თაობაზე მოლაპარაკებებსაც კი არ აპირებს.
ილდისი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მისი გაყიდვა არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იგეგმება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
