TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ატლეტიკოს ახალ წინადადებას უმზადებს

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ალექსანდერ სორლოთის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, ესპანელებს ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც ბონუსების ჩათვლით 30 მილიონამდე გაიზრდება.

ატლეტიკო თავის მხრივ დაახლოებით 35 მილიონს ითხოვს, თუმცა სავარაუდოდ გუნდები მომდევნო დღეებში საერთო ენის გამონახვას შეძლებენ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).