TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და მარტინესს შორის შეთანხმება მიღწეულია

იუვენტუსმა დიბუ მარტინესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს ტურინულ გრანდში თამაში სურს და მზად არის, ხელფასი 4.5-5 მილიონ ევრომდე შეიმციროს.

მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორის. ასტონ ვილა მარტინესის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, თუმცა სავარაუდოდ დაახლოებით 14-15 მილიონს დათანხმდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).