კალულუს პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა
პიერ კალულუს მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, პიერი ტურინულ გრანდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ არის.
ის იუვენტუსთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, პიერის გასამრჯელო 3.5 მილიონამდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
