TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰეისენის ტრანსფერით ამჯერად მარსელი დაინტერესდა

შტუტგარტის, ბორნმუთისა და დორტმუნდის შემდეგ, დინ ჰეისენის ტრანსფერით ამჯერად მარსელი ინტერესდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, საფრანგეთში ახალგაზრდა ტალანტის ხილვა პირადად რობერტო დე ძერბის სურს და უახლოეს პერიოდში გუნდებს შორის მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება.

იუვენტუსის პოზიცია უცვლელია, ჰეისენი გუნდს მხოლოდ 25-მილიონიანი წინადადების მიღების შემთხვევაში დატოვებს.