იუვენტუსი 19 წლის იტალიელი ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსი კატანძაროს იტალიელი ნახევარმცველის მატია ლიბერალის ტრანსფერით ინტერესდება.
19 წლის შემტევი ნახევარმცველი იტალიის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მოიაზრება და მის გაფორმებას არაერთი გუნდი ცდილობს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, სერია ბ-ში მოასპარეზე კატანძაროს იტალიელის სანაცვლოდ 10 მილიონის გამომუშავება სურს. იუვენტუსს მისი გაფორმება და NextGen-ში გაშვება უნდა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
