იუვე დიბუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსი დიბუ მარტინესის ტრანსფერზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში მის აგენტთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
ტურინულ გრანდს არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 10-15 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდება.
მთავარი პრობლემა მარტინესის მაღალი ხელფასი – 10 მილიონი ევროა. იუვენტუსი მეკარისთვის ხელფასის სახით 4.5-5 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
