TuttoJuve

Juve per sempre sarà

გრემიო იუვენტუსს არტურის სანაცვლოდ ახალგაზრდა მცველს სთავაზობს

იუვენტუსსა და გრემიოს შორის არტურის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.

ბრაზილიელებს არტურის შენარჩუნება სურთ, თუმცა მის სანაცვლოდ იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გრემიო მზად არის, იუვენტუსს არტურის სანაცვლოდ 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ვიერი შესთავაზოს, თუმცა ის 15-20 მილიონად არის შეფასებული, ამიტომ ტურინელებს გარკვეული თანხის დამატება მოუწევთ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).