TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოლოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მისი გაფორმება სორლოთთან ერთად სურს

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერი რანდალ კოლო მუანის მიმართ არსებულ ინტერესს არ ამცირებს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს გუნდში როგორც ნორვეგიელის, ასევე ფრანგი ფორვარდის ხილვა სურს.

აგრესტის თქმით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და იუვენტუსს იმედი აქვს, ორივე ტრანსფერს მაქსიმალურად მოკლე დროში დახურავს, როგორც ამას ლუჩიანო სპალეტი ითხოვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).