TuttoJuve

Juve per sempre sarà

პაცინი:“ ვლაჰოვიჩი დიდი დანაკლისია, სორლოთი ?…“ 

ჯამპაოლო პაცინიმ იუვენტუსიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლა შეაფასა და ალექსანდერ სორლოთის პოტენციური ტრანსფერი მოიწონა.

„ვლაჰოვიჩის სიტუაცია ? მისმა იუვნეტუსიდან წასვლამ გამაკვირვა, მაგრამ რა თქმა უნდა, სიტუაციის გარედან შეფასება ძალიან რთულია. მეგონა, რომ ის საბოლოო ჯამში ტურინში დარჩებოდა. დუშანი შესანიშნავი ფორვარდია და ეს იუვენტუსისთვის დიდი დანაკლისია.

„სორლოთი ? მე ის ძალიან მომწონს. მან ესპანეთში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, არის ფიზიკურად ძლიერი, აქვს მახასიათებლები, რომლებიც სპალეტის სჭირდება. რა თქმა უნდა, მას ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, მაგრამ ნორვეგიელი კარგი არჩევანია.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).