ვიკარიო ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატია…
იუვენტუსი ახალი კარის დარაჯის ძებნას აგრძელებს და ამ მომენტისთვის ტურინული გრანდისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი კანდიდატი ტოტენჰემის ფეხბურთელი გილერმო ვიკარიოა.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტი დიბუ მარტინესია, მაგრამ მისი ხელფასი – 10 მილიონი არგნეტინელის გაფორმებას საგრძნობლად ართულებს.
ვიკარიოს ტრანსფერი თავის მხრივ იუვენტუსს გაცილებით იაფი დაუჯდება და იტალიელი მზად არის, ხელფასის სახით 3.5-4 მილიონ ევროს დათანხმდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
