იუვე მარტინესის აგენტთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
იუვენტუსი ასტონ ვილას კარის დარაჯის დიბუ მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს იუვენტუსში თამაში სურს, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასია.
მარტინესი წლიურად ბონუსების ჩათვლით 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და იუვენტუსში გადასასვლელად მას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
