იუვენტუსი რაბიოს საბოლოო პასუხის მოლოდინშია
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ახალი კონტრაქტის თაობაზე ადრიენ რაბიოსგან საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფრანგს 3-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით სეზონში 7 მილიონ ევროს სთავაზობს, უარის შემთხვევაში კი ტურინული გრანდი მისთვის გაუმჯობესებული წინადადების წარდგენას აღარ აპირებს.
გამოცემის ინფორმაციით, რაბიოს იუვენტუსზე უკეთესი ფინანსური წინადადებები აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი მილანისგან არის, თუმცა ადრიენსა და ტიაგო მოტას შორის არსებული კარგი ურთიერთობა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს.