TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ევერტონის კიპერი შესთავაზეს

იუვენტუსი ახალი კარის დარაჯის ძიებას აგრძელებს და ბოლო დღეებში ყველაზე აქტიურად ტურინულ გრანდს დიბუ მარტინესს უკავშირებდნენ, თუმცა მისი გაფორმება მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, ამიტომ იუვენტუსი ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს გასულ დღეებში ევერტონის კარის დარაჯი ჯორდან პიკფორდი შესთავაზეს. 32 წლის ინგლისელის გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ შეეძლება.

პიკფორდი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, მაგრამ მომდევნო დღეებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).