ჟეგროვას იუვენტუსის დატოვება უნდა
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ედონ ჟეგროვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის დატოვება სურს.
წყაროს ცნობით, კოსოვოელმა ფეხბურთელმა იცის, რომ ის ლუჩიანო სპალეტის პირველი არჩევანი არ არის და დარჩენის შემთხვევაში მომდევნო სეზონშიც სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა, ამიტომ მისი აგენტი ახალი გუნდის ძიებაშია.
იუვე ედონის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის დაახლოებით 20 მილიონად გაშვებას გეგმავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
