იუვენტუსი და ატლეტიკო სორლოთი-გონსალესის ბარტერზე მუშაობენ
იუვენტუსი გასულ საათებში ატლეტიკოს ფორვარდის ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერზე გააქტიურდა.
Tuttomercato-ს ცნობით, მისი გამოცდილების და ფიზიკური მონაცემების გამო, სორლოთი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული არჩევანია.
წყაროს ინფორმაციით, თუ სორლოთი იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობას განაცხადებს, გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება. მოსალოდნელია, რომ გუნდები სორლოთი-გონსალესის ბარტერს განახორციელებენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
