ფიორენტინა მარიოს ტრანსფერით ინტერესდება
ფიორენტინა იუვენტუსის ფეხბურთელის ჟოაუ მარიოს ტრანსფერით ინტერესდება.
მარიო ბოლონიადან იუვენტუსში ბრუნდება, თუმცა ის ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და მოსალოდნელია, რომ ის გუნდს დატოვებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მარიოს მიმართ ინტერესს ფიორენტინა იჩენს. ფლორენციელებს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმება სურთ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
