ატლეტიკოს მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ატლეტიკოს მცველის ხოსე მარია ხიმენესის ტრანსფერით ინტერესდება.
ლუჩიანო სპალეტის გუნდში გამოციდლი მცველის ხილვა სურს და 31 წლის ურუგვაელი ტურინული გრანდის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ხიმენესის გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 10-15 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
