კომოლის 3-კაციანი სია ვლაჰოვიჩის შესაცვლელად…
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელის ძიებას აქტიურად შეუდგა და იტალიური მედიის ცნობით, დამიენ კომოლის 3 სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ პსჟ-ს ფორვარდი რანდალ კოლო მუანი რჩება, მისი კანდიდატურა როგორც გუნდის ხელმძღვანელობას, ასევე მწვრთნელს მოსწონს.
ალტერნატიული ვარიანტები ჟან ფილიპ-მატეტა და ალექსანდერ სორლოთი არიან, თუმცა თუ გუნდს დევიდი ან ოპენდა დატოვებს, იუვენტუსი ერთდროულად ორი ფორვარდის გაფორმებას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
