კამბიაზოსთვის ჩელსიც იბრძოლებს
ანდრეა კამბიაზოს მსურველების სიას ლონდონის ჩელში შეუერთდა.
ინგლისური გუნდი მარკ კუკურელიას პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ იტალიელი ფეხბურთელია.
იუვენტუსს კამბიაზოს გაფორმება 15 მილიონი ევრო დაუჯდა და მისი 45-50 მილიონ ევროდ გაყიდვა გუნდს კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას მოუტანს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
