იუვენტუსი კლუივერტის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ბორნმუთის ნახევარმცველის ჯასტინ კლუივერტის ტრანსფერით ინტერესდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლეგენდარული პატრიკის შვილი ბრაჰიმ დიასის ალტერნატივად მოიაზრება, რომელიც იუვენტუსის პრიორიტეტია, თუმცა მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.
რომას ყოფილმა ფეხბურთელმა ბორნმუთის რიგებში შესანიშნავად ითამაშა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა. ინგლისელები 27 წლის შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
