TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის წასვლის ფონზე, იუვენტუსს 2 ფორვარდის გაფორმება მოუწევს

დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა, ამიტომ ტურინულ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მინიმუმ ორი ფორვარდის გაფორმება მოუწევს.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი უახლოეს საათებში რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე გააქტიურდება და ფრანგის ტურინში მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნებას ეცდება.

იუვენტუსის მეორე სამიზნე ამ მომენტისთვის ჟან-ფილიპ მატეტაა, მაგრამ ჯერჯერობით მის ტრანსფერზე მუშაობა დაწყებული არ არის, რადგან გუნდს დევიდი-ოპენდას დუეტიდან მინიმუმ ერთის გაშვება სჭირდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).