TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის ისტორია იუვენტუსში დასრულდა…

როგორც მოსალოდნელი იყო, ცოტა ხნის წინ კონტინასას ბაზაზე იუვენტუსის წარმომადგენლებსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის საბოლოო, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა.

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ და სერბი ფორვარდი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ვლაჰოვიჩმა წლიურად 8 მილიონი მოითხოვა, ამასთან ერთად კი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ერთჯერადი, მსუყე ბონუსის მიღება სურდა, რაზეც იუვენტუსმა უარი თქვა.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).