TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა

იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

Tuttosport-ის ცნობით, ეკონომიკურ ასპექტებზე მხარეები ვერ თანხმდებიან და დიდი ალბათობით სერბი ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, დუშანი წლიურად 8 მილიონს და ერთჯერადი ბონუსის სახით კიდევ 6-7 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).