TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში პსჟ-სთან რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინში დაბრუნებაა.

კოლო პარიზელთა გეგმებში არ შედის და იუვენტუსს იმედი აქვს, მის გაფორმებას დაახლოებით 30 მილიონ ევროდ შეძლებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).