ანგისა იუვენტუსის პოტენციური სამიზნეა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნაპოლის ნახევარმცველი ფრანკ ძამბო-ანგისა იუვენტუსის ერთ-ერთი პოტენციური სატრანსფერო სამიზნეა.
30 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი პარტენოპეისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ის გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, ამიტონ ნაპოლის ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.
სპალეტი ანგისას ნაპოლიში ყოფნის დროიდან კარგად იცნობს და მისი გაფორმების წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ამ მომენტისთვის ის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
