ვლაჰოვიჩს ჯერჯერობით იუვენტუსზე უკეთესი წინადადება არ მიუღია
დუშან ვლაჰოვიჩის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
სერბი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 30 ივნისს იწურება და მის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა, თუმცა ჯერჯერობით მისი მომდევნო გუნდი გადაწყვეტილი არ არის.
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი სერბს ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩისთვის შეთავაზებული კონტრაქტებიდან საუკეთესოა. დუშანი წლიურად 8 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც არც იუვენტუსი, არც სხვა რომელიმე დაინტერესებული გუნდი არ აპირებს, რაც მისი ტურინში დარჩენის შანსს ზრდის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
