იუვენტუსი დე ხეას ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ლივერპულმა ალისონის ტრანსფერი დაბლოკა და მისი იუვენტუსში გადასვლა ფაქტობრივად გამოირიცხა, ამიტომ ტურინული გრანდი ალტერნატიული ვარიანტების ძიებას შეუდგა.
Tuttomercato-ს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ფიორენტინას ფეხბურთელი დავიდ დე ხეაა.
წყაროს ინფორმაციით, სპალეტის გუნდში უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე კარის დარაჯის ხილვა უნდა და თუ გუნდს ალისონის გაფორმება არ გამოუვიდა, დე ხეა მისი მთავარი ალტერნატივაა. მოსალოდნელია, რომ ფიორენტინა ესპანელის სანაცვლოდ 4-5 მილიონს მოითხოვს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ფლორენციელებმა დე ხეა დი გრეგორიოს ტრანსფერში ჩართონ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
