კამბიაზოს ტრანსფერით რეალიც ინტერესდება
ესპანური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, ანდრეა კამბიაზოს მსურველთა სიას მადრიდის რეალიც შეუერთდა.
წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა და მადრიდელები მზად არიან, ბარსელონას კონკურენცია გაუწიონ.
იუვენტუსი კამბიაზოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
